ეკა ბესელია შსს-ს სტატისტიკაზე: ღირებულია, როცა არამხოლოდ სურათს ვხედავთ, არამედ მისი გადაჭრის გზებზე ზრუნავს სამინისტრო

“მიმაჩნია, რომ შს მინისტრის მხრიდან სტატისტიკის გამოქვეყნება სწორი და გაბედული ნაბიჯი იყო. ამავე დროს, უფრო ღირებულია, როცა არა მხოლოდ სურათს ვხედავთ, არამედ მისი გადაჭრის გზებზე ზრუნავს სამინისტრო”, –ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დანაშაულის ამსახველი სტატისტიკის გამოქვეყნების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და სტატისტიკა გამოაქვეყნა.
„ძალიან საყურადღებოა მართლწესრიგის ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც ახალ შინაარსს შეიძენს. მინისტრი კონკრეტულ გზებზეც საუბრობს და ისეთ რეფორმებს განვიხილავთ, რომელიც გულისხმობს უსაფრთხო გარემოსა და მოქალაქეებისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლითაც ისინი თავს უფრო დაცულად იგრძნობენ. სად არის დანაშაულის უფრო მეტი რაოდენობა და სად კლება, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სიღრმისეული და სწორი ანალიზი მოხდეს. მიმაჩნია, რომ მინისტრის მხრიდან სტატისტიკის გამოქვეყნება სწორი და გაბედული ნაბიჯი იყო. ამავე დროს, უფრო ღირებულია, როცა არამხოლოდ სურათს ვხედავთ, არამედ მისი გადაჭრის გზებზე ზრუნავს სამინისტრო”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს შს სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ორი წლის შემდეგ, პირველად გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები