ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტ „ქართველი მეფეების” წარდგენა გაიმართება

2 თებერვალს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პროექტ „ქართველი მეფეების” წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წარდგენაზე პირველი ტომის – „თამარ მეფის” შეძენა ექსკლუზიურ ფასად, იქნება შესაძლებელი.
„ქართველი მეფეები“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ახალი უნიკალური სერიაა. მსგავსი პროექტი საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა, მკითხველს პირველად ექნება შესაძლებლობა, ყველა ცნობილ ქართველ მეფეზე სრული წარმოდგენა შეექმნას – 28 ქართველ მეფეს წარმოადგენს 24-ტომიანი სერია, რომელზეც ცნობილმა მეცნიერებმა და ისტორიკოსებმა იმუშავეს, მათ შორის არიან: როინ მეტრეველი, გრანი ქავთარია, გიორგი პაიჭაძე…
“პალიტრა L”-ის ამ პროექტში გადმოცემულია საქართველოს მეფეების მმართველობა და ეპოქა. მკითხველი გაეცნობა ქართველი მეფეების თვალით დანახულ ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს, საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მეფეების პიროვნულ თვისებებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები