კულტურის ცენტრ „მუზაში“ რუსული კამერული მუსიკისა და ქართული მრავალხმიანი სიმღერის საღამო გაიმართება

30 იანვარს. 18:00 საათზე, მ. ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“ რუსული კამერული მუსიკისა და ქართული მრავალხმიანი სიმღერის საღამო გაიმართება.
საღამოს ორგანიზატორია „საქართველოსთან კულტურული ურთიერთობების ცენტრი“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სახელგანთქმული რუსული კამერული ანსამბლი შეასრულებს საეკლესიო საგალობლებს, პოპულარულ მსოფლიო ჰიტებს და ცნობილ რუსულ რომანსებს.
ექსპერიმენტის სახით,  სტუმრების სურვილისამებრ, ქართული მრავალხმიანობით საღამოს დაამშვენებს  ვაჟთა  ფოლკლორული  ანსამბლი „ქართველნი”. ორი კოლექტივი ერთობლივად შეასრულებს პოპულარულ ქართულ სიმღერებს.
ასევე აჟღერდება ქართული ფოლკლორული სიმღერები ნაციონალური საკრავების თანხლებით და თბილისური ქალაქური სიმღერები ბაფთიანი გიტარით.
ღონისძიების მასპინძელია ქართული ღვინის მწარმოებელი “ოლდ სელარ” და რესტორანი “11 კათხა-კონკა”.
კამერული მუსიკის  გუნდი შეიქმნა 1978 წელს საუნივერიტეტო ქალაქ ტროიცკის (მოსკოვის ოლქი) მეცნიერ-მუშაკთა მონდომებით. დღესდღეობით კოლექტივი ითვლება ერთ-ერთ წამყვან ანსამბლად რუსეთის მაშტაბით, ყოველწლიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში და ფესტივალებში, დაჯილდოებულია უამრავი სიგელით და ჯილდოთი.
2001 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია  ალექსეი მალიი, რომელმაც ახალ სიმაღლეებზე აიყვანა გუნდის პროფესიონალიზმი, რისი დასტურიცაა 300 მეტი კონცერტი მსოფლიოს დიდ ქალაქებში, 6 კომპაქტდისკი და უამრავი პრემია.
კოლექტივის რეპერტუარი მრავალფეროვანია, სრულდება რუსული და მსოფლიო მუსიკის შედევრები , ხალხური სიმღერები, კანტატები და მესსები, საეკლესიო საგალობლები, ჯაზური კომპოზიციები.
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “ქართველნი” ბავშვთა სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლში აღზრდილმა ახალგაზრდებმა 2008 წელს შექმნეს.
„ქართველნი”  მრავალხმიან ნაციონალურ ფოლკლორულ და ქალაქურ სიმღერებს, სხვადასხვა  მუსიკალური ინსტრუმენტის თანხლებით ასრულებენ.
10 წლის მანძილზე მათ მიიღეს რამდენიმე პრემია და ლაურეატის წოდება. მონაწილეობენ ყოველწლიურ ფოლკლორულ ფესტივალ „არტგენში“.
საღამოს ორგანიზატორია ივენთებისა და ტურისტული სერვისების მენეჯერი – რუსუდან ჯაფარიძე.
მის: კუს ტბის ქ. 1.




კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები