ლევან გორგოძეს, იმპერატორის თასი იაპონიის განათლების, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების მინისტრმა საზეიმოდ გადასცა

ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველ გამარჯვებულს, ლევან გორგოძეს, იმპერატორის თასი იაპონიის განათლების, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ საზეიმოდ გადასცა.
ტოკიოში, სუმოს ცენტრალურ დარბაზ კოკუგიკანში გამართულ გამართულ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონელი შოჰოზანი დაამარცხა და იმპერატორის თასი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები