როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისი თქმით, ცალკეულ რაიონებში წვიმა, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში კი თოვლია მოსალოდნელი.

„აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება, 28–29 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 30–იანვრის ღამის საათებიდან, 31 იანვრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და დაბლობ რაიონებში ჰაერი 2–დან 7 გრადუსამდე გათბება“, –აღნიშნა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები