კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

კვიპროსის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა.ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 550 000-ს შეადგენს.

საპრეზიდენტო არჩევნებში ცხრა კანდიდატი მონაწილეობს. ძირითად პრეტენდენტებად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოს ანასთასიადისი, ოპოზიციონერი სტავროს მალასი და ”დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ნიკოლას პაპადოპულოსი მოიაზრებიან.

გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები