ბრაზილიაში კლუბთან მომხდარი სროლისას დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში, ქალაქ ფორტალეზის კლუბთან მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა.

„BBC“–ს ცნობით, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

გავრცელებული ცნობით, შეიარაღებული პირები კლუბთან ავტომობილით მივიდნენ და ცეცხლი გახსნეს.

თავდასხმის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა არსებული ვერსიით, მომხდარის მოტივი, შესაძლოა, ნარკოტიკის გამო არსებული დაპირისპირება იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები