ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოქმედმა პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა მოიგო.

ზემანმა ხმების 52,7% მიიღო, მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ, მეცნიერებათა აკადემიის დირექტორმა ირჟი დრაგოშმა კი 47,3%.

12-13 იანვარს ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგად, მილოშ ზემანს ხმების 38% ჰქონდა, დრაგოშს კი 26%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები