რიკოთზე მომხდარი ავარიის შედეგად, ქანთარიების ოჯახის 3 წევრი დაიღუპა

რიკოთზე მომხდარი ავარიის შედეგად, ქანთარიების ოჯახის 3 წევრი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვი. გარდაცვლილებს შორის არიან როლანდ, მზევინარ და ბ. ქანთარიები.

„კვირას“ ინფორმაცია დევნილთა და განსახლების სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილები აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ და თბილისში ვაშლიჯვარში, სახელმწიფოსგან დაკანონებულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობდნენ.

მომხდარ ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი იყო. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილია, ვ. ლ, ნ. და გ. ვაჩნაძეები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შემდეგ, დაკავებულია ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი. როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები