ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად, 95 ადამიანი გარდაიცვალა

ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიურ კვარტალში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, ასევე, დაშავებულია158 ადამიანი. პირველადი ინფორმაციით, 63 გარდაცვლილსა და 151 დაშავებულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

აფეთქება შაბათს, ქაბულის ვაზირ-აკბარ-ხანის უბანში მოხდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები და სამთავრობო სახლებია განთავსებული. მედიის ინფორმაციით, აფეთქება ტერორისტ-რადიკალებმა დანაღმული სასწრაფო დახმარების მანქანით განახორციელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოთხი ადამიანის დაკავებაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლებიც ტერაქტთან არიან დაკავშირებული.

რადიკალურმა მოძრაობამ “თალიბანმა” მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები