პარიზში, უამინდობის გამო, მდინარე სენა ადიდდა – მდინარისპირა სახლებიდან და ოფისებიდან ევაკუაციაა გამოცხადებული (ვიდეო-ფოტოკოლაჟი)

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში უამინდობის გამო, მდინარე სენა ადიდდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის ცენტრში მდინარე ჯებირებიდან გადმოვიდა. მდინარისპირა სახლებიდან და ოფისებიდან ევაკუაციაა გამოცხადებული.

“კვირა” პარიზში მცხოვრებ ქართველებს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, წყალდიდობა იმდენად დიდია, რომ მდინარის სანაპიროსთან ახლო მდებარე სახლები და კვების ობიექტები დააზიანა. მათივე თქმით, სტიქიას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია და ევაკუაცია დროულად გამოცხადდა.

სინოპტიკოსების ცნობით, ამ შაბათ-კვირას ამინდი არ გაუმჯობესდება და მდინარე შესაძლოა, უფრო ადიდდეს მისმა დონემ 6 მეტრსაც მიაღწიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები