იან კელი: შეშფოთებულნი ვართ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებით, რომელიც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრირებას ითვალისწინებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის პარლამენტის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრირებას. საქართველოში ამერიკის ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ არ ვცნობთ ამ შეთანხმების ლეგიტიმურობას. ჩვენ მას, როგორც უკან გადადგმულ ნაბიჯს, ისე განვიხილავთ. ვფიქრობ, რომ ყველა მხარე უნდა მუშაობდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, რომელიც ძალების თავდაპირველი განლაგების პოზიციებისკენ გაყვანას მოითხოვს“, – აღნიშნა იან კელიმ.

“აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას, გაერთიანებული სამხედრო ძალების შესახებ. ჩვენ არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად ამ ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის განმარტებით, აშშ-ის პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ურყევია: აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები