მიხეილ სააკაშვილმა, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, “Deusche Welle”-ის მწვავე კითხვებს ვერ უპასუხა

ტელეკომპანია “Deusche Welle”-ის გადაცემაში „CONFLICT ZONE“ სტუმრად საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტმა, ტიმ სებასტიანმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოში მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებსა და მისი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებზე ესაუბრა.

საუბრისას „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტმა მიხელ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, სასამართლო ხელისუფლებაზე და 2008 წლის აგვიტოს მოვლენებზე მწვავე შეკითხვები დაუსვა. ტიმ სებასტიანმა საუბარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ექპსრეზიდენტის გასამართლებაზე დაიწყო და აღნიშნა, რომ საქმე არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიციის ოთხი ოფიცრის შეწყალებას ეხება, არამედ მკვლელობის გარემოებების დაფარვის სანაცვლოდ შეწყალებასაც.

ჟურნალისტის თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ გირგვლიანი მოკლეს სააკაშვილის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი კოლეგის ბრძანებით, ის ოთხი პოლიციელი კი დაარწმუნეს, რომ საკუთარ თავზე აეღოთ დანაშაული და სანაცვლოდ დიდი რაოდენობით ფულს და თავისუფლებას მიიღებდნენ.

მიხეილ სააკაშვილი: უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტს გააჩნია შეწყალების აბსოლუტურად შეუზღუდავი უფლება, მეორე, ამ ადამიანებმა მოიხადეს სასჯელი და შეწყალებულნი იქნენ ასოცდაცამეტ სხვა სამხედრო ოფიცერთან ერთად.

ჟურნალისტი: მაგრამ საქმეში უამრავი ღიად დარჩენილი საკითხებია. 2011 წელს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა გამოძიება და დაგადანაშაულათ დანაშაულის დაფარვაში. აქ ნათქვამია, რომ გამოძიებაზე ზემოქმედება მოახდინა სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა უწყებამ, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტომ, პროკურატურამ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ეროვნული სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ხელი შეუშალეს სამართლიანობის აღსრულებას. ეს უზარმაზარი ბრალდებაა თქვენ წინააღმდეგ.

მიხეილ სააკაშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ამ საქმესთან დაკავშირებით, დეკემბერში აღნიშნა, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება, რეალურად წარმოადგენს მძევალს, ისინი ეძებდნენ რაიმე სახის მტკიცებულებას ჩემ წინააღმდეგ და იმის გამო, რომ მათ უარი მიიღეს მტკიცებულების წარმოდგენაზე, ეს იყოს სუფთა პოლიტიკური საქმე, საქართველოს მთავრობამ დაიქირავა მსოფლიოს ათი საუკეთესო გამომძიებელი, ანუ, გადამდგარი გამომძიებლები…

ჟურნალისტი: თქვენ იმ დროს პრეზიდენტი იყავით…

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რომელსაც აკონტროლებს უდიდესი კერძო აქციონერი…

ჟურნალისტი: მაგრამ, ჩვენ 2011 წელზე ვსაუბრობთ, თქვენ იმ დროს პრეზიდენტი იყავით…

მიხეილ სააკაშვილი: დიახ, ნება მომეცით, გითხრათ, რა ხდება ახლა.

ჟურნალისტი: მოდით, ნუ გადაუხვევთ თემიდან და ვთქვათ, რა მოხდა მაშინ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოში დიდი ვნებათაღელვა იყო.

მიხეილ სააკაშვილი: დიახ. ევროპულმა სასამართლომ გააკრიტიკა ეს საქმე, მაგრამ მეორე მხრივ, პრეზიდენტს ჰქონდა შეწყალების შეუზღუდავი უფლება და ეს საქმე სუფთა პოლიტიკურია. მე ერთ რამეს გეტყვით…

ჟურნალისტი: მაგრამ, ბატონო მიხეილ, არსებობს მოსაზრება, რომ გირგვლიანი მოკლეს ერთ-ერთი თქვენი მაღალჩინოსანი კოლეგის ბრძანებით, ის ოთხი პოლიციელი კი დაარწმუნეს, რომ საკუთარ თავზე აეღოთ დანაშაული, სანაცვლოდ კი დიდი რაოდენობით ფულს და თავისუფლებას მიიღებდნენ.

მიხეილ სააკაშვილი: ადამიანები, რომლებმაც მკვლელობა ჩაიდინეს, … გასამართლ​დნენ და მოიხადეს სასჯელის დიდი ნაწილი.

ჟურნალისტი: გასამართლდნენ, მაგრამ მოსამართლეს არც კი უკითხავს მკვლელობის მოტივი.

მიხეილ სააკაშვილი: ზუსტად ის მოსამართლე გამოყენებული იქნა ამ ხელისუფლების მიერ ჩემი მთავრობის წევრების წინააღმდეგ, ასე რომ, მოსამართლე, სამწუხაროდ…

ჟურნალისტი: და მოკლულის დედას დაემუქრნენ, ურჩიეს ჩუმად ყოფნა და შესთავაზეს ფული. ეს საქმე თავიდან ბოლომდე ბინძურია… არ მეთანხმებით?

მიხეილ სააკაშვილი: ერთი წუთით. ბატონო სებასტიან, ქვეყანა, რომელიც მე ჩავიბარე, იყო ჩამოშლილი. შეუძლებელი იყო ქვეყნის, სადაც არ იყო ბიუჯეტი, არ ფუნქციონირებდა ინსტიტუტები, გადაქცევა ბრწყინვალედ მოქმედი ინსტიტუტების ქვეყნად, წარმატებული რეფორმების ქვეყანად, შეუძლებელი იყო ასეთი ქვეყნის აბსოლუტურად სრულყოფილ ქვეყნად გარდაქმნა.

ჟურნალისტი: ეს არ არის გასამართლებელი საბუთი იმისა, რომ სამართალი არ აღსრულდა.

მიხეილ სააკაშვილი: ლიბერალური დემოკრატია…

ჟურნალისტი: ეს არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ ხელი შეეშალა სამართლის აღსრულებას.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენს სასამართლო სისტემაში ხარვეზები იყო, ეს სიმართლეა, ვაღიარებ.

ჟურნალისტი: ბრალდება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ შეუშალეთ ხელი სამართლის აღსრულებას”, -ნათქვამია “Deusche Welle”-ის გადაცემაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები