ილია II, შეუძლოდ ყოფნის გამო, სიონში წირვას ვერ დაესწრო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, შეუძლოდ ყოფნის გამო, სიონში წირვას ვერ დაესწრო.

პატრიარქის მკურნალი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, უწმინდესი თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა სერიოზული არაფერია.

“არაფერი სერიოზული არ არის, გაცივდა რამდენიმე დღის წინ და ექიმების თხოვნის შედეგად, სახლში დარჩა. განსაკუთრებული არაფერია. ვფიქრობ, ხვალ წაბრძანდება საკვირაო წირვაზე, თვითონ ასე აქვს დაგეგმილი, მაგრამ შევხედავთ დღის განმავლობაში, ჯერ ვერაფერს გეტყვით”,- აცხადებს პატრიარქის ექიმი.

წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი წალკელ ეპისკოპოს გრიგოლთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები