„საქართველოს ხელისუფლებას ჩამოყალიბებული აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია იმ საკითხთან მიმართებაში, რასაც ჰქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“
საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩამოყალიბებული ძალიან მკაფიო პოზიცია იმ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ჰქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ჰქვია ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით.
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩამოყალიბებული ძალიან მკაფიო პოზიცია იმ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ჰქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ჰქვია ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ იმისათვის, რომ განვიხილოთ ნებისმიერი ვერსია. მთავარია, რომ წითელი ხაზები, რომელიც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული საქართველოს ხელისუფლებას, არ იყოს გადაკვეთილი და ეს წითელი ხაზები არცერთ შემთხვევაში არ იქნება, ბუნებრივია, გადაკვეთილი. კიდევ ერთხელ, ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, გვაქვს მკაფიო წითელი ხაზები და ამ პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერი არის შესაძლებელი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.