მარინა სალუქვაძის ახალი დოკუმენტური ფილმის  – „Hostis Publicus და თაბაშირის იუდას“ ჩვენება გაიმართება

30 იანვარს, 18:00 საათზე,  ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტ მარინა სალუქვაძის ახალი დოკუმენტური ფილმის  – „Hostis Publicus და თაბაშირის იუდას“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმი 1933-37 წლებში სტალინის ეპოქის რეპრესიების პერიოდში ერთი ოჯახის ტრაგედიას მოგვითხრობს.
ფილმის სიუჟეტი აგებულია გადასახლებული სკოლის მასწავლებლის, ფილოლოგ უჩა სალუქვაძის „გულაგიდან“ გამოგზავნილი წერილებისა და საზოგადოება „მემორიალის“ უნიკალური საარქივო მასალის მიხედვით.
ავტორი – მარინა სალუქვაძე;  მუსიკალური გაფორმება – ზაზა მარჯანიშვილი; მონტაჟი – მალხაზ ბარბაქაძე, ბექა რობაქიძე;
ტექსტს კითხულობენ – ანდრია გველესიანი, სანდრო გოგრიჭიანი, მარინა სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები