თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღების თემაზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა, თბილისის ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა. მისი თქმით, კომისია უახლოეს მომავალში გაფართოებულ შეხვედრას ჩაატარებს, რომელსაც სხვა სტუმრებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტებიც  დაესწრებიან.

„ყველა კითხვას, რომელიც ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით ჩნდება, აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. ხოლო საკითხის ისე დაყენება, თითქოს ბაგა-ბაღებში საგანგაშო პროცესები მიმდინარეობს, უბრალოდ სასაცილოა იმ გუნდის მხრიდან, რომლის წევრებიც მერიის მაღალჩინოსნები იყვნენ მაშინ, როდესაც ერთი ხელის მოსმით, ასამდე ბაგა-ბაღის დირექტორი  გათავისუფლდა და 50-მდე ბაღი დაიხურა. ამასთან, ამ გუნდმა კანონში ცვლილებით, სკოლამდელი დაწესებულებები განათლების სისტემიდან გამიჯნა“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელმა მმართველმა გუნდმა ბაგა-ბაღები განათლების სისტემაში დააბრუნა და ამ სფეროში თანმიმდევრული რეფორმები მიმდინარეობს. ამასთანავე, როგორც თამარ ტალიაშვილმა განმარტა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ბაგა-ბაღების შენობების მედეგობის საკითხი მუდმივად კონტროლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები