სოზარ სუბარი: ჩვენი იარაღი არის სამშვიდობო პოლიტიკის განმტკიცება
ჩვენი იარაღი არის არაღიარების პოლიტიკა, სამშვიდობო პოლიტიკის განმტკიცება – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებებს გამოეხმაურა.
“რუსეთი ნამდვილად არ აპირებდა საბჭოთა კავშირის დაშლას, პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის და სხვა სახელმწიფოების გათავისუფლებას თავისი მარწუხებისგან, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი დარჩა მარტო… რუსეთი ერთ მშვენიერ დღეს გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას აღიარებასთან დაკავშირებით და ამას გააკეთებს საერთაშორისო საზოგადოება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.