ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წევრები რესპუბლიკა ნაურუში ჩავიდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია რესპუბლიკა ნაურუში ჩავიდა, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უნდა დაესწროს. ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ აფხაზურ მედიას განუცხადა:
„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საზეიმო ღონისძიებებში მივიღებთ მონაწილეობას, რომლებიც რესპუბლიკა ნაურუს დამოუკიდებლობის 50-წლისთავისადმი არის მიძღვნილი. ვიზიტის დროს გვექნება შეხვედრა ნაურუს პრეზიდენტთან, ბარონ დიავესი ვაკასთან“
მისი განცხადებით, ოფიციალურ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და წყნარი ოკეანის სახელმწიფოებთან კავშირების გაღრმავება განიხილება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დელეგაციაში შედიან დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი საიდ ხარაზია და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი არტურ გაგულია. მათი ვიზიტი ნაურუში 4 იანვრამდე გრძელდება.
რესპუბლიკა ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთის სუვერენიტეტი 2009 წლის 15 დეკემბერს აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები