ემიგრანტი პოეტის – გიული ჩქარეულის ლიტერატურული საღამო გაიმართება

31 იანვარს, 18:00 საათზე, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ემიგრანტი პოეტის, გიული ჩქარეულის ლიტერატურული საღამო.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თაოსნობით გადაწყდა გიული ჩქარეულისთვის ლამაზი საღამოს ჩუქება,
გიული ჩქარეული თავისი ლექსებით შორეული ირლანდიიდან მთელ საქართველოს ეფერება. ლექსების წერის გარდა, იგი ქველმოქმედი ქალბატონია და უანგაროდ ეხმარება მწერლებს და შეჭირვებულ ადამიანებს.
საღამოზე გაჟღერდება მისი ლექსები, რომელსაც წაიკითხავენ: ქეთევან კანდელაკი,
ლარისა ხაჭაპურიძე, ანანო ზავრაშვილი, თორნიკე თოდრია, სკოლა “აია-gess” -ის მოსწავლეები.
სიტყვით გამოვლენ: ერეკლე საღლიანი, ტარიელ ხარხელაური, გუჯა ბურდული,
მამა თავმას ჩოხელი, თემურ ჩალაბაშვილი, თენგო ავსაჯანიშვილი, ზვიად სეხნიაშვილი და სხვები.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: ნაზი სარჯველაძე, დები ზვიადაურები, მარინა კოლხიდაშვილი, თამარ ალადაშვილი, ეკა ბაიაშვილი, მირანდა მაისურაძე, ხევისა და სტეფანწმინდის ანსამბლი “დიდებაი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები