საიუველირო მაღაზიაზე თავდასხმის მეორე მცდელობა – ამჯერად “ფრანკო ფონტანას” კარი შეამტვრიეს

რუსთაველის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანაში“ მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
მფლობელებს მაღაზია დღეს დილით გატეხილი დახვდათ. მათი ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებული არაფერია, რადგან შესასვლელი მინის კარის ჩატეხვის შემდეგ, სიგნალიზაცია ჩაირთო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები