გიორგი ხატიძე: დავოსში პრემიერ-მინისტრმა სწორი პოზიციონირება გააკეთა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხატიძე მიიჩნევს, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას, საფუძვლად ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმები უდევს.

მისი თქმით, უცხოელმა პარტნიორებმა იციან, რომ 2017 წელს საქართველოს 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.

“გაიზარდა ექსპორტის და ტურიზმის მაჩვენებლები. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანაა, რომელსაც გაფორმებული აქვს სავაჭრო შეთანხმებები ევროპასთან, ჩინეთთან. ყოველივე ეს, ხელისუფლების წარმატებულ ეკონომიკურ კურსს ადასტურებს. დავოსში პრემიერ-მინისტრმა სწორი პოზიციონირება გააკეთა. მისი მესიჯი, რომ საქართველო საიმედო ქვეყანაა როგორც დემოკრატიის და უსაფრთხოების, ასევე ბიზნესის კეთების თვალსაზრისით – სრულიად საფუძვლიანია”,- განაცხადა ხატიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები