თელავის ბაზარი დაჯარიმდა, გურჯაანში კი, ბაზრის ხორცის და ყველის სექციები დაიხურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა სამსახურმა გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებულ ხორცის და ყველის განყოფილებებს  საწარმოო პროცესი შეუჩერა. ამის შესახებ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აგრარულ ბაზარში   ჩატარებული შემოწმების  შედეგად,  კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის  განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე აღუდგება. აგრეთვე, გადამოწმებისას, მითითებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა თელავის  აგრარული ბაზარი”,- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები