Business Insider-ი: მარიხუანას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო 23 თვისება

ბრიტანული გამოცემა „Business Insider“-ი მარიხუანას სამკურნალო თვისებებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
„Business Insider“-ი მსოფლიოში სხვადასხვა დროს ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ მარიხუანას გამოყენება გლაუკომას სამკურნალოდ შეიძლება, მას ასევე, შეუძლია გაანეიტრალოს თამბაქოს კარცეროგენული ეფექტები და გააუმჯობესოს ფილტვის ჯანმრთელობა, ეპილეფსიური კრუნჩხვების კონტროლი და მწვავე კრუნჩხვითი აშლილობის – დრავეტის სინდრომის სიმპტომების შემცირებაც შეუძლია, მარიხუანაში არსებული ქიმიური ნივთიერება აჩერებს კიბოს გავრცელებას, მას შეუძლია აღგზნების შემცირება, ტეტრაჰიდროკანაბინოლი ანელებს ალცჰეიმერის დაავადების პროგრესს, ასევე ტკივილს გაფანტული სკლეროზის დროს, მარიხუანა შეიძლება სასარგებლო იყოს კუნთების სპაზმის სხვა ტიპების შემთხვევაშიც, ამცირებს “ცე” ჰეპატიტის მკურნალობის შედეგად გამოწვეულ გვერდით მოვლენებს და ზრდის მკურნალობის ეფექტიანობას, კურნავს სწორი ნაწლავის ანთებით დაავადებებს, ამცირებს ართრიტებით გამოწვეულ დისკომფორტს, აუმჯობესებს ლუპუსის – ავტოიმუნური დაავადების სიმპტომებს, მარიხუანა ამცირებს კანკალს პარკინსონით დაავადებულ ადამიანებში, მარიხუანა იცავს ვეტერანებს, რომლებიც პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებიან, იცავს თავის ტვინს ინსულტის შემდეგ, ამცირებს ზოგიერთი სახის ძლიერ ტკივილს და ქიმიოთერაპიით გამოწვეულ გულისრევას, ასევე ასტიმულირებს მადას, მარიხუანას შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც სურთ ალკოჰოლის მოხმარების შემცირება.
„მაშინ, როდესაც მარიხუანას რეკრეაციული მიზნით გამოყენება საკამათოა, ბევრი ადამიანი ეთანხმება ახალ მოსაზრებას და სჯერა, რომ ნარკოტიკის სამედიცინო მიზნით გამოყენება ლეგალური უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას სარგებელი შეიძლება გადაჭარბებული იყოს მისი ლეგალიზების მომხრეების მიერ, ახალი კანონები დაეხმარება მკვლევარებს, რომ შეისწავლონ ნარკოტიკის მედიცინაში გამოყენება და უკეთესად გაიგონ, რა გავლენას ახდენს ის სხეულზე.
მარიხუანას შესახებ ამჟამად არსებული კვლევები მისი სამკურნალო თვისებების მხოლოდ 6%-ს აანალიზებს.
გახსოვდეთ, რომ მარიხუანას დიდი რაოდენობით მოწევას ან მისი არასამედიცინო მიზნით გამოყენებას, აქვს უარყოფითი შედეგები. ზედმეტი დოზირების ან ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, მარიხუანა იწვევს დამოკიდებულებას და უარყოფითად მოქმედებს თქვენს მეხსიერებასა და ემოციებზე.
მარიხუანა შეიცავს სულ მცირე ორ აქტიურ ქიმიურ ნივთიერებას, რომლებსაც, მკვლევარების აზრით, სამკურნალო თვისებები აქვს. ეს ნივთიერებებია კანაბიდიოლი (CBD) – რომელიც, როგორც ჩანს, მსუბუქ გავლენას ახდენს თავის ტვინზე და ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) – რომელსაც აქვს ტკივილის შემამსუბუქებელი (და სხვა) თვისებები.
ასევე გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეს შედეგები შეიძლება პოტენციურად მიღებული იქნეს ტეტრაჰიდროკანაბინოლის აბების მიღებით, როგორიცაა დრონაბინოლი (Dronabinol), ტეტრაჰიდროკანაბინოლის სინთეზური ფორმა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე მარიხუანას მოწევა.
მარიხუანა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ალკოჰოლი. არ შეიძლება ითქვას, რომ მისი მოხმარება რისკებს საერთოდ არ შეიცავს, მაგრამ ის გაცილებით ნაკლებ დამოკიდებულებას იწვევს და ადამიანს ისეთ ფიზიკურ ზიანს არ აყენებს, როგორც ალკოჰოლი.
ზოგიერთი ადამიანი მარიხუანაზე ფსიქოლოგიურად ხდება დამოკიდებული და მარიხუანას მიღება არ ნიშნავს, რომ ეს მოაგვარებს ნივთიერების ბოროტად გამოყენების პრობლემას. თუმცა, ზიანის შემცირების თვალსაზრისით, ის შეიძლება სასარგებლო იყოს“,- წერს ბრიტანული გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები