გოჩა ენუქიძე: დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო წელს კარგად იყო მომზადებული

დეპუტატი გოჩა ენუქიძე აცხადებს, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო წელს განსაკუთრებით კარგად იყო მომზადებული.
“პრემიერ-მინისტრმა და ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ წარმატებით შეძლო პარტნიორებისთვის მთავარი გზავნილების გადაცემა, რომ საქართველო მზად არის მეტი ეკონომიკისთვის, საქართველოს უკვე აქვს პოზიტიური დღის წესრიგი.
დიდწილად სწორედ იმან, რაც საქართველოს ეკონომიკაში 2017 წელს მოხდა, განაპირობა დავოსის ფორუმზე ჩვენი ქვეყნის ასეთი სტატუსი. 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის 29%-იანი გაუმჯობესება, საგადასახადო და ადმინისტრაციული რეფორმები, ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის მაჩვენებლები – ეს უკვე არის შეუქცევადი განვითარების სიგნალი მსოფლიო ეკონომიკისთვის.
დავოსის ფორუმში წარმატებული მონაწილეობა, მომდევნო 1-3 წლის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მოუტანს ქვეყანას. ეს დადებითად აისახება ოჯახების შემოსავლებზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები