იტალიაში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავარდა, არიან დაღუპულები (ფოტოკოლაჟი)

იტალიაში ქალაქ მილანთან ახლოს, სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადავარდნას, 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველები იმ ადამიანების გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც მატარებლის ვაგონიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.
სამგზავრო მატარებელში ასობით ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 10 მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
გავრცლებული ინფორმაციით, მატარებელი ქალაქ კრემონადან მილანში მიდიოდა.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა მატარებლის რელსებიდან გადასვლის მიზეზი.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 7:00 სთ-ზე მოხდა. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები