„Save the Children“-ის შენობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა პასუხისმგებლობა აიღეს საერთაშორისო ორგანიზაცია „Save the Children“-ის შენობაზე დღეს მომხდარ თავდასხმაზე. დღეს დილით, თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი აიფეთქა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში მდებარე ამ ორგანიზაციის შენობის წინ, რის შემდეგაც, ტერიტორიაზე შეიჭრა შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი. თავდამსხმელები სამხედრო ფორმებში იყვნენ ჩაცმულები. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ბოევიკებსა და ადგილობრივი სამართალდამცველებს შორის ბრძოლა უკვე ექვსი საათია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ორი თავდამსხმელია ლიკვიდირებული, შენობაში კიდევ რამდენიმე ადამიანი რჩება.
ტერორისტებმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს ოცი მოქალაქე კი, დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „Save the Children“ ბავშვთა უფლებების დაცვით არის დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები