თამარ ხულორდავა ვიზალიბერალიზაციაზე: გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საფრთხე არ ემუქრება
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომ შესაძლოა ევროკავშირის კომისიაში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება განიხილონ. მან აღნიშნული ფაქტი უარყო და განმარტა, რომ ანგარიშში, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა, საჯაროა საქართველოს მიღწევები და ხელისუფლების მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები. მისივე თქმით, იმის საფუძველი არაა, რომ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საფრთხე შეექმნება.
“ევროკომისიამ პირველად შეაფასა საქართველო მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ვიზის ლიბერალიზაცია. ამ ანგარიშში, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა, საჯაროა საქართველოს მიღწევები და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი შიშის, რომ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საფრთხე შეექმნება,“ – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ.