ტუბერკულოზის შემთხვევა საბავშვო ბაღში – რას აცხადებს ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი

თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელები სპეციალურ კვლევას გადიან – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის ბაგა– ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ 152–ე ბაგა–ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები ჰქონდა, ჩვენ დაუყონებლივ მივმართეთ სათანადო ღონისძიებებს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ის აღსაზრდელები და თანამშრომლები, რომლებსაც აღნიშნულ პედაგოგთან შეხება ჰქონდათ, სპეციალურ კვლევებს გადიან. პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ზოგადად საჯარო ბაღებს შინაგანაწესში უწერიათ, რომ ბაღების პერსონალი ვალდებულია გეგმიურად გაიაროს სამედიცინო შემოწმება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მონიტორინგს ვუწევთ იმას, ეს შემოწმებები ტარდება თუ არა“, – აღნიშნა კახაბერ გვანცელაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები