ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის მიწოდება 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  „საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

აღდგენითი სამუშაოები უშუალოდ გომი-აგარის მონაკვეთზე, გ-1-4  გამანაწილებლზე მიმდინარეობს. სისტემას უტარდება სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა და დამონტაჟდა ახალი რკინაბეტონის პარაბოლური კვეთის ღარები, გაიწმინდა დიუკერი. ასევე, ეწყობა 3 წყალგამანაწილებელი და 15 წყალგამშვები ჭა.

რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით სოფლები – მოხისი, აგარა, ქვენატკოცა და მოხისის დევნილთა დასახლების ისარგებლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები