ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება“ ავრცელებს.
ადგილობრივი დასაქმებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მძიმედაა დაშავებული სამი მუშა.
შეგახსენებთ, მუშები რამდენიმე დღის წინ, შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები