თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის” ცნობით, შეზღუდვა შეეხება: დიდგორის რაიონს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, კერძოდ: სოფელ წავკისის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში,10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების და თორნიკე ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ლილოს დასახლების და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით შეზღუდვა გავრცელდება ჩუღურეთის რაიონშიც. კერძოდ, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, პასტერის, უზნაძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები