ფილიპინებზე 40 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა
ფილიპინებზე, ვულკან მაიონის ამოფრქვევის საფრთხის გამო, 40 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა,
ამის შესახებ ფილიპინების საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„17 იანვრის მონაცემებით, მთლიანობაში 9480 ოჯახი/ 38939 ადამიანი იყო ევაკუირებული და ამ დროისათვის, ისინი ევაკუაციის 30 ცენტრში იმყოფებიან.
ორშაბათს ვულკანის გააქტიურება დაიწყო. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ლავის გადმოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაიფარა ქალაქები კამალინგი და პოლანგი. ადგილობრივმა ხელისუფლებებმა რეგიონის სკოლებში ევაკუაციის პუნქტები მოაწყვეს. სამედიცინო დახმარების სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან. დღეს კი ფილიპინების ვულკანოლოგიის და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ლავის ნაკადი კრატერისაგან თითქმის 3 კილომეტრზეა განფენილი.