ვლადიმერ იმნაძე TiKA-ს კოორდინატორს, ჰუსეინ შანლის შეხვდა

0

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ქეთევან თევზაძე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TiKA) თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორ, ჰუსეინ შანლის შეხვდნენ.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო მსოფლიოს 170 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ შორის საქართველოში 1994 წლიდან და სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი