კინოს სახლში ორი უკრაინული ფილმის ჩვენება გაიმართება

20 იანვარს, 17:00 საათზე, კინოს სახლში,  უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ორი დოკუმენტური ფილმის – „მაიდანის ქალები“ და „ილოვაისკი. ცის რაინდები“ – ჩვენება და დისკუსია გაიმართება.
როგორც „კვირას“ საქართველოს კინოაკადემიიდან აცნობეს, ფილმი “მაიდანის ქალები” გვიყვება ისტორიას ქალთა თანადგომის, ერთიანობის, სიმამაცისა და მსხვერპლშეწირვის შესახებ 2013-2014 წლების უკრაინის რევოლუციის დროს.
კატერინა სტრელჩენკოს დოკუმენტური ფილმი “ილოვაისკი. ცის რაინდები” უკრაინელი მეომრების შესახებ მოგვითხრობს:
«…ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ 2014 წლის აგვისტოში აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ტრაგედია დაინახო მონაწილეთა თვალით, როდესაც რამდენიმე დღეში 1000-ზე მეტი უკრაინელი დაიღუპა”
პირველი ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია ექსპერტთან უკრაინის საკითხებში – გელა ვასაძესთან.
საღამო საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით და უკრაინელ პარტნიორებთან – Oliafilm, LLC, www.womenofmaidan.com, Студия ”12-й кадр”, ”Штаб Національного захисту Дніпропетровської област’і”, ”полк “Дніпро-1″ერთად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები