სამეცნიერო კონფერენცია – „შუა საუკუნეების ქართული ნაქარგობა: ტრადიცია და თანამედროვე ტენდენციები” გაიმართება
30-31 იანვარს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო კონფერენცია – „შუა საუკუნეების ქართული ნაქარგობა: ტრადიცია და თანამედროვე ტენდენციები” გაიმართება.
კონფერენციას გახსნის საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე; სიტყვით გამოვლენ; მარიამ გველესიანი – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მმართველის მოადგილე, კონფერენციის თავმჯდომარე; ნანა ბურჭულაძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორი.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, სამეცნიერო კონფერენციაზე 15 მოხსენებას მოისმენენ შუა საუკუნეების ქართული ნაქარგობის შესახებ.
პროგრამა
30.01.2018
10:30 კონფერენციის გახსნა
დავით ლორთქიფანიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი
მარიამ გველესიანი – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მმართველის მოადგილე, კონფერენციის თავმჯდომარე
ნანა ბურჭულაძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორი
დილის სხდომა
11:00 – ნანული აზიკური
ტერმინი „ქვილთი” და მისი ქართული შესატყვისობანი
11:30 – ლილი ბერაია
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ნაქარგობის კოლექცია
12: 00 – ელისო ჩუბინიძე
დაფარნათა კომპლექტი გელათის მონასტრიდან
12:30 – ეკატერინე ტყეშელაშვილი
გიორგი აბაშიძის გარდამოხსნის რესტავრაცია – კონსერვაცია
13:00-14:00 – შესვენება
საღამოს სხდომა
14:00 – მარიამ ხინთიბიძე
სოციალურ-ასაკობრივი ასპექტები აჭარელი ქალის ჩაცმულობაში
14:30 – ეკატერინე ბერელაშვილი
ქართულ საეკლესიო ნაქარგობაზე დაცული მიძღვნითი წარწერები
15:00 – ნანა ჯავშანაშვილი
„ფერისცვალების” ხატის ბუდის რესტავრაცია-კონსერვაცია
15:30 – ირინე საგანელიძე
მზითვის ტრადიცია საქართველოში
31.01.2018
დილის სხდომა
11:00 – გულნარა კვანტიძე
ვაზის მოტივი ქართულ საერო ნაქარგობაში
11:30 – მანანა პაპიძე
XVII ს-ის უცნობი ოსტატის მიერ მოქარგული გარდამოხსნის რესტავრაცია-კონსერვაცია
12:00 – ირმა კოპალიანი
გულქან ლორთქიფანიძის საბეჭდავი ბეჭედი მწვანე საკოსზე
12:30 – იზოლდა მელიქიშვილი
თანამედროვე ქართული ნაქარგობა
13:00 – 14:00 – შესვენება
საღამოს სხდომა
14:00 – გულნაზ ბარათაშვილი
დაფარნათა კომპლექტი ნიკორწმინდიდან
14:30 – ეთერ სულხანიშვილი
ქართველი ქალის ტრადიციული სამოსის ერთი ნაწილის (შეიდიშის) შესახებ
15:00 – ელზა ჩაჩანიძე
დიდმარხვის კრეტსაბმელი
კონფერენცია გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (ა. ფურცელაძის ქ.1).