გორში, საბავშვო ბაღიდან კომპიუტერები და ტელევიზორი მოიპარეს

0

გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე N1 საბავშვო ბაღი გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, ბაღიდან ორი კომპიუტერი და ტელევიზორია წაღებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 5-წლამდე თავისუფლებას ითვალისწინებს.

მომხდარის გამო, საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი