თბილისში მამაკაცი გაუჩინარდა – მას მეექვსე დღეა ეძებენ

0

მეექვსე დღეა, სანზონიდან გაუჩინარებულ 66 წლის მამაკაცს, რომან კოპალიანს ეძებენ.

როგორც „კვირას“ დაკარგულის ერთ–ერთმა ახლობელმა მალხაზ არქანიამ განუცხადა, რომან კოპალიანი ბოლოს ერთ–ერთ აფთიაქში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.

„სახლიდან 12 იანვარს გავიდა და მას შემდეგ ვეძებთ, აბსოლუტურად ყველა ნათესავი გამოვკითხეთ, როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში, თუმცა ამაოდ. მის შესახებ არავინ არაფერი იცის. როგორც კამერის ჩანაწერიდან ირკვევა, ბოლოს აფთიაქში იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, გაციების წამალი შეიძინა. პოლიციაშიც განვაცხადეთ, სამართალდამცველებიც აქტიურად ეძებენ. ეს მისი გაუჩინარების პირველი შემთხვევაა, აქამდე მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებს „კვირასთან“ მალხაზ არქანია.

კომენტარები

კომენტარი