საზღვრისპირა სოფლები სათბობი შეშით მომარაგდა

0

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც საზღვრისპირა სოფლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერ ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად,  ადგილზე დაესწრო. 100 კუბური მეტრი საშეშე მერქნით სოფელ ბაქაქურების 30-მდე ოჯახი მომარაგდა. ამის შესახებ “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ეროვნული სატყეო სააგენტო ქვეყანაში მერქნული რესურსებით სარგებლობის  გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. სააგენტოს მიერ გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 1 000-მდე საჯარო სკოლა 28 000 კუბური მეტრი შეშით მომარაგდა. მიმდინარე წლიდან იგეგმება სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მომარაგებაც, რაც ეტაპობრივად ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვას შეუწყობს ხელს.

შეშით მომარაგებით მომსახურებასთან ერთად, სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულება ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით, ალტერნატიული ენერგომატარებლების დანერგვა  და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი