მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია განხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქ. ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხალისა და ფარების მექანიკური ნაწილები, ამოიწევა კაშხალის ათი ფარი და დაფიქსირება ისინი გახსნილ მდგომარეობაში; ასევე, გარემონტდება წყალგამყოფი კაშხალის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები. პროექტი ითვალისწინებს ყველა საჭირო სამუშაოს გაწევას, რათა მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში ნაგებობა მზად იყოს წყლის მაქსიმალური მოცულობის გასატარებლად.
ობიექტი, რომელიც ექსპლუატაციაშია 1959 წლიდან, „საქართველოს მელიორაციას“ საკუთრებაში 2017 წლის დეკემბრიდან გადმოეცა. გადმოცემისთანავე, არსებული მდგომარეობის შესასწავლად ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები. მდგომარეობის დეტალურმა შესწავლამ ცხადყო, რომ ნაგებობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციისთვის 1 367 815-მდე ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები