პერმში ნიღბიანი პირები სკოლაში შეიჭრნენ, არიან დაჭრილები

რუსეთის ქალაქ პერმში ორი ნიღბიანი მამაკაცი #127-ე საჯარო სკოლაში შეიჭრა. არაოფიციალური ინფორმაციით, ისინი სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხნენ. დაჭრილია 8 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. პედაგოგი და 16 წლის მოსწავლე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები მუშაობენ.
ცნობილია, რომ თავდამსხმელები დაკავებულები არიან, მათი მოტივები ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები