„ერთად ვიზრუნოთ თქვენ ჯანმრთელობაზე!“ – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის აქცია ჩაატარეს 

„ერთად ვიზრუნოთ თქვენ ჯანმრთელობაზე!“ – ამ ლოზუნგით წეროვანში დევნილთა დასახლებაში კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის აქცია ჩაატარეს.
როგორც „კვირას“ ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, კლინიკის ექიმებმა წეროვნის, ფრეზეთის და წილკნის სოფლებში მცხოვრებ დევნილთა მოსახლეობას სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.|
ქციის ფარგლებში, უფასო კონსულტაციები აწარმოეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა. აქციაში მონაწილეობდნენ: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი. გაისინჯა 200 პაციენტი, მათ ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, განესაზღვრათ გლუკოზა სისხლში.
აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ის, რომ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა გასინჯული პაციენტები საჭირო მედიკამენტებითაც უზრუნველყო. კ. ერისთავის სახ ელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი ეს არის საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები, 1946 წლიდან დღემდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები