მაშველებმა ადიდებული მდინარიდან მონადირე უსაფრთხოდ გამოიყვანეს (ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ ლოჭინის ხეობაში, მდინარე მტკვრის მოულოდნელი ადიდების შედეგად, წყალში წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე აღმოჩნდა მონადირე, რომელიც ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების თანამშრომლებმა, წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, წარმატებით განხორციელებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, განსაცდელში მყოფი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები