ქუთაისი-ალპანა-მამისონის 54-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი-ალპანა-მამისონის 54-ე კილომეტრზე მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების  გააქტიურების  გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება სოფელ საირმეზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები