ევა გოცირიძემ მოსამართლის ფიცი დადო

ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე გახდა. პარლამენტის ქვოტით დამტკიცებულმა მოსამართლემ ფიცი დღეს დადო. იგი უფლებამოსილებას მომდევნო ათი წლის განმავლობაში შეასრულებს. ევა გოცირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი ჩაანაცვლა.
„მინდა დავარწმუნო მთელი ჩვენი საზოგადოება, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ვიხელმძღვანელებ საქართველოს კონსტიციიის უზენაესობის პრინციპით და ყველა საკითხი განხილული იქნება ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესების დაბალასებით“ – განაცხადა ევა გოცირიძემ.

ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლომდე საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი იყო . იგი ამ თანამდებობაზე 2013 წლის 14 ივნისს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები