ირაკლი კობახიძე: აქტიურად ვითანამშრომლებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმისთვის, რომ გატარდეს რეფორმები

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ კითხვას გაეცეს სათანადოდ პასუხი, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასეთი საქმე იყოს ბოლომდე გამოძიებული. ეს არის მათ შორის, ჩვენი საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქციების ნაწილი და ამ ფუნქციების და უფლებამოსილების ფარგლებში, ჩვენ რა თქმა უნდა, ვიქნებით ჩართული”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  პაატა პავლიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლებს.

„ზოგადად, დახვეწას საჭიროებს ბევრი რამე, ამაზე საუბრობდა თავად შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ გიორგი გახარიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, იმისთვის, რომ გატარდეს რეფორმები შსს-ში და კიდევ უფრო დაიხვეწოს უწყების მუშაობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები