ნოტარიუსთა პალატამ „ბერი ანდრიას ფონდს” ძველით ახალი წელი მიულოცა

ნოტარიუსთა პალატის საქველმოქმედო ღონისძიებები გრძელდება. დღეს ნოტარიუსები „ბერი ანდრიას” ფონდს ესტუმრნენ და ბავშვებს საახალწლო ტკბილეული, პირველადი მოხმარების საგნები და კომპიუტერები მიუტანეს. საახალწლო ნობათის შესარჩევად პალატა ფონდს წინასწარ დაუკავშირდა და იმ საჭიროებების შესახებ შეიტყო, რომლებიც ბავშვებს დღეისათვის გააჩნიათ.

საახალწლოდ ფონდის ბენეფიციარები საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ. 13 იანვრიდან კი ისინი ფონდში ბრუნდებიან და ძველით ახალ წელს ერთად აღნიშნავენ. ნოტარიუსთა პალატის საჩუქრები ბავშვებს დღესასწაულის ორგანიზებაში დაეხმარება.

ახალი წლის დღეებში ნოტარიუსებმა სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის რამდენიმე ღონისძიება ჩაატარეს. 21 დეკემბერს ისინი „მომავლის გზის” დღის ცენტრს ესტუმრნენ და ბავშვებს ტკბილეული და  კომპიუტერები მიუტანეს. 29 დეკემბერს ნოტარიუსთა პალატა „დიმიტრი ცინცაძის ფონდის” აქციას შეუერთდა,  ბავშვებმა ტკბილეულთან ერთად,  მათი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით შერჩეული საჩუქრებიც  მიიღეს.  დღეს კი საახალწლო საჩუქრები „ბერი ანდრიას ფონდს” გადაეცა.

ნოტარიუსთა პალატა „სოლიდარობის ფონდის” მუდმივი შემომწირველია, ნოტარიუსები თავიანთი ხელფასებიდან ყოველთვიურად რიცხავენ თანხას  სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.  პალატა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ გააგრძელებს მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები