რომელი ქვეყნებია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აზრით, „ბინძური ხვრელები“ _ გაეროს რეაქცია პრეზიდენტის გამონათქვამზე

გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი აშშ-ის პრეზიდენტის გამონათქვამებს „ბინძური ხვრელი ქვეყნების“ შესახებ, შოკისმომგვრელად და რასისტულად მიიჩნევს. ამის შესახებ ბრიფინგზე გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუპერტ კოლვილმა განაცხადა. „არ არსებობს სხვა სიტყვა ამის აღწერისთვის, გარდა სიტყვისა „რასიზმი“. არ შეიძლება უწოდო ასე მთელ ქვეყნებს და კონტინენტებს, რომელთა მოსახლეობა არ არის თეთრკანიანი და ამიტომ არ არის სასურველი“-განაცხადა კოლვილმა. მისი თქმით, ტრამპის სხვა განცხადებებიც მუსულმანების და მექსიკელების მისამართით, და ასევე ის, რომ მას არ სურს მკაფიოდ დაგმოს ანტისემიტური და რასისტული ქმედებები შარლოტსვილში, „ეწინააღმდეგება საერთაშორისო ღირებულებებს, რომლებსაც მსოფლიო ცდილობს დაამკვიდროს მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის შემდეგ“.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრისას სკანდალური განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება მიგრანტები „ბინძური ხვრელებიდან“.
სენატორების ჯგუფი თეთრ სახლში იმისთვის მივიდა, რომ პრეზიდენტს კომპრომისული შეთანხმება შეეთავაზებინა, რომელიც ჰაიტიდან, სალვადორიდან და აფრიკიდან მიგრანტებს შეეხება. „რაში გვჭირდება ჩვენ ყველა ეს ადამიანი, რომლებიც ბინძური ხვრელებიდან ჩამოდიან“- ასეთი იყო აშშ-ის პრეზიდენტის რეაქცია კანონმდებლების წინადადებაზე. ასევე, ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამერიკამ უნდა მიიღოს მიგრანტები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ნორვეგია, რომლის პრემიერ-მინისტრთანაც მას ოთხშაბათს ჰქონდა შეხვედრა.
ცნობილი ხდება, რომ თეთრი სახლი არ უარყოფს ტრამპის ამ განცხადებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რაჯ შახმა თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვაშინგტონში ზოგიერთი პოლიტიკოსი სხვა ქვეყნების ინტერესებისთვის იბრძვის, მაშინ, როცა პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის ამერიკელი ხალხის ინტერესებისთვის იბრძოლებს“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები