რა მიზნით ჩადის სერგეი ლავროვი 18-19 იანვარს ნიუ-იორკში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი 18-19 იანვარს ნიუ-იორკში ჩადის. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ლავროვი მონაწილეობას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებში მიიღებს. სხდომებზე განხილული იქნება მასობრივი განადგურების იარაღის არგავრცელების და ავღანეთსა და ცენტრალურ აზიაში არსებული სიტუაციის საკითხები. ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ისაუბრა.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ ლავროვის ნიუ-იორკში ყოფნისას, ცალკეა დაგეგმილი გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტიერეშთან შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები