ანატოლი ბიბილოვი სერბეთის კრონცპრინცს ბელგრადის სასახლეში შეხვდა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის კრონპრინცს, ალექსანდრე კარაგეორგიევიჩს შეხვდა. ამის შესახებ „სპუტნიკ ოსეტია“ დე ფაქტო ხელისუფლების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. შეხვედრა ბელგრადში, სერბი მეფეების რეზიდენციაში, „თეთრ სახლში“ შედგა. ბიბილოვმა კრონპრინცს სერბეთის რესპუბლიკაში მისი ვიზიტის და მიზნის შესახებ უამბო. როგორც გამოცემა აცხადებს, ბიბილოვმა სერბი და ოსი ხალხების კულტურების მსგავსებაზე, „სამხრეთ ოსეთის“ ისტორიაზე და კულტურის, სპორტის და მეცნიერების გამოჩენილ ოს წარმომადგენლებზე ისაუბრა.
პუბლიკაციაში აგრეთვე ნათქვამია, რომ კრონცპრინცს აინტერესებდა „სამხრეთ ოსეთში“ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია, რესპუბლიკის ისტორია. მან ხაზი გაუსვა რუსეთის პოზიტიურ როლს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. საუბრის პროცესში განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის საკითხები. შეხვედრაში მონაწილეობა კრონცპრინცის მეუღლემ კატარინამ და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წევრებმაც მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები